ჩაძირული „ტიტანიკის“ ახალი კადრები გავრცელდა

1631

სამგზავრო გემი „ტიტანიკი“ 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე კი, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. გემი 1912 წლის 15 აპრილის დილას ჩაიძირა. ტრაგედიას 1,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რაც „ტიტანიკის“ კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.