ჩინეთში მულტიპლიკაციური ხელოვნების ფესტივალი ტარდება

698

ჩინეთის პროვინციის ხაინანის მუზეუმმა, ანიმაციური ფილმების 400–ზე მეტი საავტორო ნახატი წარმოადგინა.

“ფესტივალზე შეგიძლიათ უამრავი ნამუშევარი ნახოთ, რომლებიც აქამდე არასოდეს წარდგენილა ჩინეთში. ასეთი მასშტაბური გამოფენა ქვეყანაში პირველად ტარდება”, – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, მულტიპლიკაციის ისტორიის სპეციალისტამ ლი ბაოჩუანმა.

ფესტივალის ექსპოზიციაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ ისეთი ცნობილი კლასიკური მულტფილმების ორიგინალი ნახატები, როგორებიცაა დისნეის სტუდიის “ფიფქია და შვიიდი ჟუჯა”, ჩინური “პრინცესა რკინის მარაო” და ა.შ.