ჩინელმა პიანისტმა საქართველოში ყურძენი დაწურა

1265

ჩინელი პიანისტი იუჯა ვანგი, რომელსაც მეტსახელად „გოგონა მფრინავი თითებით“ ჰქვია საქართველოში იმყოფებოდა. მან საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები Instagram-ზე ატვირთა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, პიანისტი რთველში იყო ჩართული და ყურძენიც დაწურა.

იუჯა ვანგი საქართველოს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება.