თელ-ავივში „ევროვიზია 2019“-ის მეორე ნახევრაფინალი გაიმართა. უკვე ცნობილია იმ იღბლიანი ქვეყნების სია, რომელთა წარმომადგენლებიც ფინალურ კონცერტზე იმღერებენ.
ფინალში მოხვდნენ რუსეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, შვედეთის, აზერბაიჯანის, დანიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და მალტას წარმომადგენლები.
ასევე ფინალში არიან საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო, სლოვენია, მასპინძელი ისრაელი და ოთხი დამფუძნებელი ქვეყანა — დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
ფინალურიშოუ 18 მაისს გაიმართება, სადაც უკვე წლევანდელი გამარჯვებულისა და მომავალი მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე „ევროვიზია 2019“-ის ფინალურ შოუზე ვერ მოხვდა. მან პირველ ნახევარფინალში ჟიურისა და მაყურებლის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.