ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერი ლაშონ დენიელსი სამხრეთ კაროლინაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ, მისმა მეუღლემ Instagram-ზე დაპოსტა. გრემის მფლობელი, 41 წლის ლაშონ დენიელსი ისეთი მომღერლებისთვის ქმნიდა სიმღერებს, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, ლედი გაგა და ბიონსე.
2001 წელს დენიელსმა Destiny’s Child-ისთვის დაწერილი სიმღერისთვის Say My Name “გრემი” აიღო.