ცნობილი უკრაინელი რეჟისორის, ანდრი ჟოლდაკის პრესკონფერენცია

1288

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, ევროპის ავანგარდული თეატრის ერთ-ერთი მეტრი – ანდრი ჟოლდაკი გეგმავს, საერთაშორისო პროექტის განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – „შექსპირი. შეხვედრები“. ერთ-ერთი ნაწილი ამ პროექტის ამჟამად მიმდინარეობის პროცესშია საქართველოში – სპექტაკლით – „დედოფალი ლირი“ , უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“-ს მიხედვით.

სპექტაკლის თემა – თაობებს შორის ურთიერთობაა: მშობლები და შვილები. რეჟისორი ხსნის ქალის ეგოიზმს, გამომდინარე მისი ტრაგიკული ცხოვრებისეული ისტორიისა. ნაჩვენებია თუ ადამიანური ეგოიზმი, მატერიალიზმი და სიძულვილი, როგორ ანგრევს ოჯახურ ჰარმონიას, სიყვარულს, ურთიერთ პატივისცემას და ამ ყველაფერს როგორ მიყავს ადამიანური ურთიერთობები სრულ კრახამდე. ყველა მიზანსცენა – მისტიფიკაციაა. სპექტაკლში მოქმედებები რეალური ცხოვრებიდან გადადის თეატრში და ბრუნდება ისევ რეალობაში.

„ ვინ არის ლირი? რისი თქმა სურდა შექსპირს? რა გვახსოვს ჩვენ ამ ყველაფრიდან? დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა მეფე თუ დედოფალი, იყო სამეფო და ამ სამეფოში სამი და და სამი ძმა (სიძე) … შეკარი კვანძი და დაიწყე მათი ბედის მოქაჩვა. რას იზავენ შვილები როცა მათ ხელში აღმოჩნდება სამეფო კარის გასაღები? როგორ მოიქცევიან ისინი თავიანთი ბედის წინაშე? ადგებიან თუ არა ისინი, გაიცინებენ, მოიგონებენ, გაიქცევიან… ან იქნებ იცეკვებენ.

დედოფალი ლირი – ეს არის დანგრეული იმპერია, სავსე ისტორიით, გაჭედილი ქსელში და განადგურებული დროის მწარე ფეხით, სამუდამოდ თავისი ისოტრიის მატარებელი იყო. ჰქონდა თუ არა იმპერიას წინათგრძნობა? და რა იყო მისი მემკვიდრეობა, მისი ქალიშვილები, მისი შვილები ( სიძეები). გულგრილნი თუ სისხლში ამოთხვრილნი, კეთილშობილნი თუ გარყვნილნი, ისინი რომლებიც ფანატიურად ეძებენ ოჯახის განძს, თუ ისინი, ვინც დაივიწყა მემკვიდრეობა, ვის ერგება იღბალი? ვინ გაიმარჯვებს? და ვინ მიიღებს მემკვიდრეობით სამეფოს, მის დიდებას და მის დაცემას.“

პროექტის სამიზნე აუდიტორიაა საქართველო- ახალგაზრდობა და პროფესიული თეატრალური წრეები, რომლებმიც უნდა ეზიარონ, მსოფლიოში აღიარებული დიდი უკრაინელი რეჟისორის, სადადგმო ხელოვნებას.

სპექტაკლის წარდგენა მოხდება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენაზე.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ – მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ -ს მიერ, თბილისის გრიბოედოვის თეატრის სცენაზე.

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით „საქართველო ევროპაში“.

პროექტის მხარდამჭერია უკრაინის საელჩო საქართველოში.

პროექტის ოფიციალური მზღვეველია „არდი“

პროექტის პარტნიორია „საქართველოს კულტურის პალატა“ 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ანდრი ჟოლდაკი

ანდრი ჟოლდაკი სწავლობდა ტ.გ შევჩენკოს სახელობის ნაციონალურ სამხატვრო სკოლაში (კიევი). პირველი სარეჟისორო განათლება მიიღო ივან კარპენკო კავოგოს სახელობის კიევის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტში (1986) დაამთავრა „გიტისი“ (1989წ. ა. ვასილევის ხელმძღვანელობით)

2002-2005 სამხატვრო ხელმძღვანელი ტ.გ. შევჩენკოს სახელობის ხარკოვის სახელმწიფო დრამატული თეატრი.1995 წლიდან, საერთაშორისო ფონდი «Ukraine-Culture-Europe» -ის პრეზიდენტი. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში.

2000 – პრემიის ნომინანტი «Киевская пектораль» კატეგორიაში საუკეთესო რეჟისურა ( სპექტაკლი „იდიოტი“)

2004 – იუნესკოს პრემიის ლაურეატი შემსრულებელთა ხელოვნებაში.

2014 – «Золотая маска» პრემიის ლაურეატი კატეგორიაში საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო საოპერო სპექტაკლი. (სპექტაკლი „ევგენი ონეგინი“)

2014-2015 კრიტიკოსების პრიზი „საუკეთესო რეჟისურა“ სპექტაკლი „მეტამორფოზები“ ობერჰაუზენის მუნიციპალიტეტის თეატრი.

2015 – ანტიკური დრამის ფესტივალი „STOBI“ პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, სპექტაკლი „ელექტრა“ მაკედონიის ნაციონალური თეატრი.

2015 – ანტიკური დრამის ფესტივალი „STOBI“ პრიზი საუკეთესო სპექტაკლი, სპექტაკლი „ელექტრა“

2015 – ვოიდან ჩერნოდრინსკის სახელობის თეატრალური ფესტივალი, საუკეთესო მაკედონური სპექტაკლი „ელექტრა“

2017 – პრემია «Золотая маска» სპეციალური პრიზი საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის ვერშინინი, კულიგინი, მაშა, ჩეხოვის სპექტაკლი „ფარდის მიღმა“ სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრიის თეატრი.

2017 – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის MESS პრემია, საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის „ელექტრა“ (დარია რიზოვა) სპექტაკლი მაკედონიის ნაციონალური თეატრის SKOPJE

2018 – უნგრეთის თეატრალური ფესტივალი პრიზი საუკეთესო სპექტაკლისთვის „როსმერსხოლმ“ და საუკეთესო ნამუშევარი დამდგმელი -რეჟისორის.

მხატვარი – დანილო ჟოლდაკი

კოსტუმების მხატვარი – სიმონ მაჩაბელი

კომპოზიტორი – სერგეი პატრამანსკი.

როლებში: ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე,ლაშა გაბუნია.