“ცუდი ხალხი” საერთაშორისო კინოფესტივალზე

745

გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცუდი ხალხი” PalmSprings-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. ფილმის ჩვენება საკონკურსო პროგრამაში 22 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. იგი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, რომ დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.

PalmSprings-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც ოსკარისა და ბაფტას კვალიფიკაცია აქვს.