ძველზმანების ფესტივალი 26 ივლისს გაიმართება

1125

სოციალურ ქსელში Facebook გვერდი Vintylator ვინტილატორი, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„ჩვენო ფერად-ფერადო, ვინტაჟურო დებო და ძმებო, სასწაული ამბავი გვაქვს თქვენთვის, სულ რამდენიმე დღეში ჩვენი ძველზმანების ფესტივალი უნიკალურ ვინტაჟურ სამოსს ააფრიალებს ეზოს უბრწყინვალეს ფესტივალზე

ღამის მარკეტზე თქვენს წინაშე წარსდგებიან უნიკალური ვინტაჟური მაღაზიები და ეზოს დიდ სცენაზე უამრავი სათქვენო ნივთის შეძენას შეძლებთ.

მუსიკა? რა თქმა უნდა, ოდას სცენა და კოსმოსი კვლავ ერთხელ დაანთებს მუსიკალურ ცეცხლს და გააღვივებს ბედნიერებას“, – წერია Vintylator ვინტილატორი-ის Facebook გვერდზე.