სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რომის იმპერიის ონლაინ–რუკების მოდელი შექმნეს. თანამედროვე ელექტრონული რუკისა და სისტემა ORBIS –ის მეშვეობით მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება 10 მილიონ კვადრატულ კილომენტრზე განლაგებულ 632 ქალაქს მიაკვლიონ.
რომის იმპერიის რუკების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია კონკრეტული მარშრუტის შედგენა ამინდის პირობებისა და გადაადგილების საშუალების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი კი იმპერიის პერიოდში შეუძლებელი იყო. მაგალითად, მოგზაურობას ლონდონიდან არლამდე შუა საუკუნეებში, ზაფხულის პირობებში 24 დღე სჭირდებოდა.
ამ რუკების წყალობით ისტორიკოსებს ეძლევათ საშუალება ზუსტად გამოთვალონ თუ რამდენი დრო სჭირდებოდა ევროპაში მოგზაურობას საუკენეების წინ.