ჰარი პოტერის შესახებ პირველი გამოცემის წიგნი, ინგლისში აუქციონზე 28,5 ათას ფუნტად გაიყიდა.
1997 წელს გამოცემული “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” სააუქციონონ სახლმა Hansons Auctioneers 31 ივლისს, ჰარი პოტერისა და მისი ავტორის, ჯოან როულინგის დაბადების დღეზე გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ საგამომცემლო სახლ Bloomsbury–ის მიერ გამოცემულ 500 წიგნში რამდენიმე შეცდომაა დაშვებული. მაგალითად, ყდაზე სიტყვა “ფილოსოფიურში” ასო “ი” აკლია. ასევე, 53–ე გვერდზე იმ ნივთების ჩამონათვალში, რომლებიც ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, ჯადოსნური ჯოხი ორჯერაა აღნიშნული.
წიგნის მფლობელმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ცნობილია, რომ ეს წიგნი მან დაახლოებით 20 წლის წინ, წიგნების მაღაზიაში 1 ფუნტად იყიდა.