დანიელი მხატვარი კურტ ვესტერგაარი, რომელმაც სახლი წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურებით გაითქვა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მხატვრის ოჯახი აცხადებს, ვესტერგაარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
წინასწარმეტყველი მუჰამედის 12 კარიკატურა პირველად გაზეთში Jyllands-Posten 2005 წელს გამოქვეყნდა, რამაც საერთაშორისო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სკანდალი გამოიწვია.