წლის კარიკატურები გამოვლინდა

331

პორტუგალიის ქალაქ კალდაშ–და–რინიაში კარიკატურისტების საერთაშორისო კონკურსი World Press Cartoon გაიმართა. იუმორისტული ნახატების წლის თემა Covid-19 და პანდემია გახდა.

კონკურსში მონაწილე ნახატები სამ კატეგორიად დაყვეს, თითოეულში კი სამი ფინალისტი გამოვლინდა.

იუმორისტული ნახატის კატეგორიაში მეორე ადგილი ალბანელმა აგიმ სულაიმ დაიკავა.

Agim Sulaj

“სახლში ნიღაბს ვეძებდი და ამ დროს შევამჩნიე, რომ ის ძალიან ჰგავდა ნულს. ამგვარად დავხატე ეს კარიკატურა”, – აცხადებს ალბანელი მხატვარი.

კატეგორიაში შარჟი მეორე და მესამე ადგილი ესპანური სამეფო ოჯახის გამოსახულებებმა დაიკავეს, რომლებიც მხატვრებმა ანდრე კარილიომ და ივან მატამ დახატეს. პირველი ადგილი კი მექსიკელ Dario-ს ერგო, რომელმაც გრეტა ტუნბერგი წითელქუდას როლში განასახიერა.

Darío

კონკურსის გრან–პრის მფლობელი იტალიელი მხატვარი ქალი მარიაგრაცია კვარანტა, ნახატით “კულტურის თითის ანაბეჭდი” გახდა.

Gio