Netflix-მა ახალი პროექტის „წყნარი ოკეანის ტიტანები: ბლექი“ სრული თრეილერი გამოაქვეყნა. სიუჟეტის მიხედვით, ამბავი და-ძმის შესახებაა, რომლებიც მონსტრებს უპირისპირდებიან. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი პირველ სეზონში, თუმცა ცნობილია, რომ პრემიერა 2021 წლის 4 მარტს შედგება.