ჭიათურაში 21-29 აგვისტოს გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

902

ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარე კედელი გრაფიტით მოიხატება.

ჭიათურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 აგვისტოს, ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში 3 მხატვრის მიერ წარმოდგენილი 9 ესკიზი გამოიფინა.