ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

4694

1950–იან წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა პირველი ნეიროქსელი, ხელოვნური ინტელექტი (AI) შექმნეს, რომელიც უმალვე ჩაერთო ყველა სფეროში: ავტომანქანების წარმოებაში, ვიდეო–თამაშებში, ჯადაცვაში, მონაცემთა ანალიზში და ა.შ. ხელოვნურმა ინტელექტმა არც ხელოვნების სფერო “დაინდო” და დღეს უკვე მუსიკალურ ალბომებს ქმნის, ხოლო მის მიერ შექმნილი მხატვრული ტილოები Christie’s აუქციონზეც კი იყიდება.

ხელოვნური ინტელექტი და Edmond Belamy, გაიყიდა
Christie’s აუქციონზე 432 500 დოლარად

ფრანგულმა არტ–ჯგუფმა Obvious წამოიწყო პროექტი “ხელოვნება – ადამიანისთვის არაა”. მათი მიზანი ხელოვნებისა და პროგრამირების სინთეზია. მათ მიერ შექმნილმა ნეირო–ქსელმა შექმნა ნახატების სერია La Famille de Belamy, რომელიც შემდეგ Christie’s აუქიონზე გაიყიდა.

რატგერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგების თანახმადაც ადამიანები რობოტების მიერ შექმნილ და თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ექსპერიმენტში მონაწილეობა 18 ადამიანმა მიიღო. უმრავლესობამ კითხვაზე “რომელია ნამდვილი ხელოვნების ნიმუში?” რობოტების ნამუშევარზე მიუთითა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ რატგერის უნივერსიტეტის ნეირო–ქსელმა “ხატვა” 80 ათასი რეალური ტილოს შესწავლის შედეგად ისწავლა.

რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელეტთან ყველაზე მეტს უმსახვილესი კომპანიები – Google, Amazon, NVidia, Apple და სხვები მუშაობენ.

Google –ს აქვს პროექტი Google Deep Dream, რომელშიც ინჟინრები მუშაობენ ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელსაც ინტუიცია ექნება განვითარებული. ის სისტემა GUN–ით მუშაობს, რომელიც აგებულია იმაზე, რომ ერთი ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს მხატვრულ გამოსახულებებს და მის მოტივებზე ახლებს ქმნის, ხოლო მეორე ხელოვნური ინტელექტი უკვე პირველის ნამუშევრებზე სწავლობს “ხატვას”. ეს სისტემა ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობს. ამ ყველაფრის შედეგად კი მეორე ხელოვნური ინტელექტი, პირველის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების ანალიზის შემდეგ, იწყებს სრულიად სხვა ინტერპრეტაციით ხატვას.