ხოაკინ ფენიქსი PETA-ს ახალ რეკლამაში მონაწილეობს

1233

ამერიკელი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსი ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA-ს ახალ რეკლამაში მონაწილეობს. ცნობილია, რომ მსახიობი, ცხოველთა დაცვის აქტივისტია. პოსტერი ნიუ-იორკში, ტაიმს-სკვერზე გამოჩნდა.

პოსტერზე ფენიქსი, მამალთან ერთადაა გადაღებული. კამპანიის სახელწოდებაა “We Are All Animals/ყველა ცხოველები ვართ”.

“თუ სამყაროს ცხოველის თვალებით შევხედავთ, მივხვდებით, რომ შიგნიდან ყველა ერთნაირი ვართ. ყველა ვიმსახურებთ ამ სამყაროში ტანჯვის გარეშე ცხოვრებას”, – აღნიშნა მსახიობმა.