ჯაო უჯის ნახატი 22,8 მილიონ დოლარად გაიყიდა ავტორი მაო ჩუბინიშვილი - 27 მაისი, 2019 755 ცნობილი ჩინელი აბსტრაქციონისტი მხატვრის, ჯაო უჯის ნახატი, “ტრიპტიხი 1987-1988” ჰონგ–კონგში აუქციონზე 22,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონ Christie’s–ის წინასწარი შეფასებით ნახატის ფასი 15-20 მილიონი დოლარი იყო. მყიდველის ვინაობა უცნობია.