ჯასტინ ტიმბერლეიკი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის სპეციალურ ტიტულს „თანამედროვე ლეგენდა“ მიიღებს. მომღერლის დაჯილდოების ცერემონია ნიუ იორკში 2019 წლის 13 ივნისს გაიმართება.
„ჯასტინი განსაკუთრებულია. ისევე როგორც მაიკლ ჯექსონმა და ჯორჯ მაიკლმა, მან შეძლო და პოპ–მუსიკა უდიდეს ხელოვნებად აქცია. როგორ შეძლო მან ეს? მან იცის კარგი სიმღერების საიდუმლო. მან და ტიმბალენდმა ეპოქა შეცვალეს“, – განაცხადა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის თავმჯდომარემ, ნილ როჯერსმა.