ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის გადასღებ მოედანზე უკანონო ქმედების გამო 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
50 წლის პიტერ ჰარტლის 16 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. მან ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმისთვის განკუთვნილი გადასაღები მოედნის საპირფარეშოში ფარული კამერა დაამონტაჟა. ფარული კამერა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგომ, ქალების საპირფარეშოში აღმოაჩინა. 16 თვიანი პატიმრობის გარდა, ჰარტლის 10 წლით სექსუალურ დამნაშავეთა სიაში მოუწევს ყოფნა.
ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმს „სიკვდილის დრო არ არის“ (No Time to Die) ერქმევა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.