სან ანტონიოში Celebrity Fan Fest-ზეჯეისონ მომოას, ფანმაჰკითხრა, თუ რომელ სუპერგმირს განასახიერებდა მარველის სუპერგმირულ კინო–სამყაროში. მსახიობმა ყოველგვარი ფიქრის გარეშე უპასუხა: “სამურავს ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით. ჰიუ ჯეკმანი გასაოცარი იყო. სამურავი ყოველთვის მიყვარდა”. რა თქმა უნდა, შეკრებილ ფანებს ეს იდეა ჭკუაში დაუჯდათ, თუმცა სავარაუდოდ, მსგავსი რამ ნაკლებად მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ ახლა მომოა დისის სუპერგმირული ფილმის აქუამენის გაგრძელებაზე მუშაობს. “აქუამენი 2” 2022 წლის დეკემბერში გამოვა.