ჯეკი ჩანი კომუნისტური პარტიის წევრი ხდება

538

ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი ჯეკი ჩანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდება. ამის შესახებ ჩანმა ჩინეთის კინოასოციაციის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე განაცხადა.

“მშურს, რომ აქ შეკრებილნი კომუნისტური პარტიის წევრები არიან, ასევე ვთვლი, რომ პარტია შესანიშნავია, რადგანაც ყველაფერი, რასაც მისი ხელმძღვანელობა გვპირდება, მუდამ ხორციელდება. მინდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი გავხდე”, – განაცხადა მსახიობმა.