ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი მაიამიდან ლოს-ანჯელესში, ბენ აფლეკთან საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს ინსაიდერები წყვილის ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ალაპარაკდნენ.
როგორც ირკვევა “ბენიფერი” სახლს ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში, „საუტ-მაილტონ-დრაივზე“ ეძებენ. მათ სახლი დეტალურად დაათვალიერეს და იქ ღამეც გაატარეს.
სახლი 65 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მისი საერთო ფართი 31 450 კვადრატული მეტრია.








