ჯენიფერ ლოპესმა პლასტიკური ჩარევები და ბოტოქსი კიდევ ერთხელ უარყო

441

ჯენიფერ ლოპესი ასაკის მატებასთან ერთად, საზოგადოებას საკუთარი სხეულის ფორმებისა და კანის იდეალური მდგომარეობით სულ უფრო და უფრო აოცებს.

51 წლის ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში ხშირად გამხდარა განხილვის ობიექტი პლასტიკური ქირურგიისა თუ ბოტოქსის თემების გამო. უარყოფის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჯეილო ტყუის, რაც როგორც ჩანს ვარსკვლავს საკმაოდ აშფოთებს.

“გთხოვთ, ნუ მიწოდებთ მაყუარას, ტყუილი არაფერში მჭირდება,” – აღნიშნა ჯენიფერმა People-თან საუბარში.

ის აქტიურად ამტკიცებს რომ სილამაზის, კარგი კანისა და ლამაზი სხეულის საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ ძილში, სწორ კვებაში და ვიტამინებშია.