ჯენიფერ ლოპესს წითელ ხალიჩაზე აქტივისტები დახვდნენ

798

ჯენიფერ ლოპესს წითელ ხალიჩაზე აქტივისტები დახვდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მომღერალი Totronto-ს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მისი ახალი ფილმის Hustlers-ის პრემიერას ესწრებოდა.

აქტივისტები პლაკატები ეჭირათ წარწერით – „სირცხვილია ჯეილო ბეწვის ტარება“, მათი თქმით, მომღერალმა უნდა შეწყვიტოს ცხოველების ბეწვის ტარება, რადგან მას ისინი სძულს და მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის აცვია.

მომღერალმა აქტივისტების ნაწილს ყურადღება არ მიაქცია და პრემიერაზე პოზირება განაგრძო.

ჯერჯერობით, უცნობია ჯენიფერ ლოპესის ოფიციალური კომენტარი არ თემასთან დაკავშირებით.