„ჯიფონის“ კინოფესტივალზე წელს 3 ქართველი მოზარდი გაემგზავრება

577

საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი“ წელს 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი ფესტივალზე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი.

13 მაისს ეროვნულ კინოცენტრში, უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მეორე ტური გაიმართა, რომლის საფუძველზეც ის ქართველი მოზარდები შეირჩნენ, რომლებიც  „ჯიფონი“-ში გაემგზავრებიან. ფესტივალს დაესწრებიან:

თამარ ტაბიძე (ბათუმი) +16

თინათინ დოლიძე (ბათუმი) +13

მარიამ გელაშვილი (გორი) +13

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი” იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. ფესტივალს 50 ქვეყნის 3000-ზე მეტი მონაწილე სტუმრობს, რომლებიც პროექტში ჟიურის წევრების რანგში არიან ჩართულნი. საქართველო „ჯიფონი“-ს კინოფესტივალის მსოფლიო ქსელის წევრი ქვეყანაა.