ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი ჯოდი ფოსტერი საპატიო “ოქროს პალმის რტოს” მიიღებს.
“ჯოდი ფოსტერი ფესტივალის საპატიო პალმის რტოს ბრწყინვალე კარიერისთვის და უნიკალური ადამიანური თვისებებისთვის გადაეცემა”, – წერია ფესტივალის საიტზე.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ჯილდო გადაეცა ჟან მოროს, ჯეინ ფონდას, ჟან–პოლ ბელმონდოს, ბერნარდო ბერტოლუჩის, ალენ დელონს და სხვებს.