ჯონ მალკოვიჩი Netflix-ის სერიალში გამოჩნდება. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მალკოვიჩი მინი-სერიალში „კოსმოსური ძალები“ ითამაშებს და სამეცნიერო საკითხებში მრჩევლის, ედრიან მელორის როლს შეასრულებს.
მთავარ როლს კი სტივ კარელი ითამაშებს. სერიალი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა.