ჯორჯ კლუნიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც საუბრობს უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომელიც მის თაყვანისმცემლებს ექნებათ.
“გამარჯობა, მე ამალ კლუნის მეუღლე, ჯორჯი ვარ. წარმოიდგინეთ: თქვენ და ამალი ჭიქა ღვინით ხელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებთ, ხოლო მისი მეუღლე ამასობაში სუფრას გაშლის,”– აცხადებს კლუნი.
თუმცა, აქციაში მონაწილეობას პირობა ახლავს: ორმაგი პაემანის მოსაგებად კლუნის საოჯახო ფონდს Clooney Foundation For Justice თანხა უნდა შესწიროთ.