ჯორჯ მაიკლმა საყვარელი მამაკაცები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა

1744

ჯორჯ მაიკლის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად, გარდაცვლილი მუსიკოსის ქონება, რომელიც 97,6 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული, მის დებს, მელანისა და იოდას გადაეცემათ. ასევე მოხსენიებულია ანდერძში მაიკლის მამა კირიაკოსი, რომელსაც ვაჟის თავლები გადაეცემა და რამდენიმე ახლო მეგობარი, მაგალითად ჯგუფ Wham!–ის ბექ–ვოკალისტი შირლი კემპი, პროდუსერი დევიდ ოსტინი და სხვები. ვინ რა თანხას მიიღებს იოდას გადასაწყვეტია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანდერძში არ არიან მოხსენიებულები ჯორჯ მაიკლის ბოიფრენდები, კენი გოსი და ფადი ფავაზი.