ჯორჯ მარტინი: ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა

570

ჯორჯ რ.მარტინმა Twitter-ზე მისი წიგნის (ყინულისა და ცეცხლის სიმღერა) და ეკრანიზაციის (სამეფო კარის თამაშები) შედარებისას განაცხადა, რომ ფინალი მთავარი არაა.

“როგორ დასრულდება ყველაფერი? ხალხი მუდამ კითხულობს, ორივეს ერთნაირი ფინალი აქვს? თუ განსხვავებული? ჰო. და არა. კი. და არა. ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. წიგნი და ეკრანიზაცია შესაძლოა განსხვავებულიც იყოს. რომელს აქვს სწორი ფინალი – წიგნს თუ სერიალს? ეს სულელური კითხვაა. რამდენი შვილი ჰყავდა სკარლეტ ოჰარას?”

შენიშვნა: წიგნში “ქარწაღებულნი”, მთავარ პერსონაჟს სამი შვილი სამი სხვადასხვა მეუღლისგან ჰყავს, მაგრამ 1939 წელს გადაღებულ ეკრანიზაციაში, სკარლეტ ო’ჰარას მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა.