ჯორჯ მარტინი: “ქოხში ჩამკეტეთ, სანამ წიგნს არ დავასრულებ”

1017

ჯორჯ მარტინის განცხადებით, “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მეექვსე ნაწილი “ზამთრის ქარები” 2020 წლის ზაფხულს გამოიცემა.

“2020 წლის ზაფხულში ახალ ზელანდიაში სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონფერენცია ჩატარდება. სავარაუდოდ, ზელანდიაში ვიზიტი წიგნის წერას შემაწყვეტინებს. სჯობს ვესტეროსში დავრჩე. თუმცა ერთს გეტყვით: “თუ ახალ ზელანდიაში ყოფნისას “ზამთრის ქარების” წერის დრო არ დამრჩება, უფლებას გაძლევთ უაით–აილენდზე პატარა ქოხში ჩამკეტოთ და არ გამომიშვათ, სანამ წიგნს არ დავასრულებ”, – განაცხადა ჯორჯ მარტინმა.