ფენტეზი რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი, 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს მხარდაჭერას დაპირდა.
„ძალიან ბევრი კარგი დემოკრატი იყრის კენჭს, ალბათ ზედმეტად ბევრიც და მე სავარაუდოდ, ხმას ნებისმიერს მივცემ, რათა ოვალურ კაბინეტს დიდი ლაქა მოშორდეს“, – წერს მარტინი თავის ბლოგში.
მარტინის თქმით, ჯო ბაიდენის ბოლო სიტყვა „ძალიან მაგარი“ და „სიმართლით სავსე“ იყო.
„მთავარი ისაა, რომ მე მჭირდება ნომინანტი, რომელიც: (1) დაამარცხებს ტრამპს და (2) ნამდვილად კარგი პრეზიდენტი იქნება. ბაიდენი ორივე პუნქტს აკმაყოფილებს“, – განმარტა მან.
თავის წინა ბლოგებში მარტინმა ტრამპი, „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, მეფე ჯოფრის შეადარა. ჯოფრი მოზარდია, რომელმაც სამეფო ტახტი ხელში ჩაიგდო და მთავარი ანტაგონისტის ტიტულიც ერგო.