ჰავანაში კარნავალების ტრადიციული სეზონი გაიხსნა

469

კუბის დედაქალაქში კარნავალების ტრადიციული სეზონი გაიხსნა. ამის შესახებ ჰავანის მოსახლეობას ძველი კოშკიდან სან–კარლოს–დე–ლა–კაბანიადან ზარბაზნის გასროლის ხმამ აუწყა.

წელს კარნავალის სეზონი ერთდროულად სამ თარიღს აღნიშნავს: ჰავანის 500 წლის, საცეკვაო ჯგუფ “გუარაჩეროს დე რეგლას” 60 წლის და კუბელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ბენი მორეს 100 წლის იუბილეებს.

2019 წელს სულ ხუთი კარნავალი მოეწყობა. ბოლო 25 აგვისტოს გაიმართება.