„ინტერნეტ გამომძალველებმა „მხევლის წიგნის“ გაგრძელების „აღთქმების“ გამოუქვეყნებელი ვერსიის მოპარვა სცადეს“, – ამის შესახებ კანადელმა მწერალმა მარგარეტ ეტვუდმა BBC-ის განუცხადა. მწერლის თქმით, მან მიიღო წერილი, რომლის მიზანიც ხელნაწერზე წვდომის მოპოვება იყო.
„მათ მოპარვა სურდათ და ჩვენ ბევრი კოდური სიტყვისა და პაროლის გამოყენება მოგვიხდა“, – ამბობს მწერალი.
ეტვუდის მოსაზრებით, გამომძალველების მისი დაშანტაჟება სურდათ და უნდოდათ რომანის გამოქვეყნება დათქმულ დროზე ადრე.
გავრცელებული ცნობით, „აღთქმების“ მიხედვით სატელევიზიო ვერსიას გადაიღებენ. რაც შეეხება მარგარეტ ეტვუდს, ის „ბუკერის პრემიის“ ნომინანტთა სიაშია.