Fox News-ის ინფორმაციით, მწერალი ჯოან როულინგი „ჰარი პოტერის“ ახალი ფილმის გადაღებებს აანონსებს. მსახიობმა Twitter-ზე დადო ფოტო წარწერით: „ხანდახან სიბნელე მოულოდნელი ადგილიდან მოდის. დაწყევლილი ბავშვი. ჰარი პოტერი“.
სწორედ ამიტომ, გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მწერალმა ჰარი პოტერისა და დაწყევლილი ბავშვის შესახებ ახალი ფილმი დააანონსა.
„ჰარი პოტერის“ პირველი ფილმი 2001 წელს, ხოლო ბოლო ფილმი 2011 წელს გამოვიდა, რომლის სახელია – „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2“.
„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი 1998 წლის 26 მაისს გამოიცა. „პოტერიადა“ ჯოან როულინგის წიგნების სერიაა ჯადოქარ ბიჭ ჰარი პოტერზე. 77 ენაზე ნათარგმნი წიგნის 500 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.