ნიდერლანდების მთავრობა, რემბრანდრის ასოციაციასთან და რეიკსმუზეუმთან ერთად, მზადაა 198 მილიონი დოლარი გადაიხადოს, რათა
რემბრანდტ ვან რეინის 1636 წლის ნამუშევარი “მედროშე” ჰოლანდიის ტერიტორიაზე დარჩეს.
ასწლეულების განმავლობაში ავტოპორტრეტი სხვადასხვა კოლექციებში ინახებოდა. 1844 წელს ის მეფე გეორგ მეოთხის კოლექციიდან როტშილდების ოჯახს გადაეცა. 2019 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ნამუშევარი ეროვნულ საგანძურად ცნო და ქვეყნიდან გატანაზე უარი განაცხადა. თუმცა, 30 თვის შემდეგ ლუვრმა ტილოს გამოსყიდვა ვერ შეძლო და ყიდვაზე უარი განაცხადა. 2021 წლის დეკემბერში ნიდერლანდების ხელისუფლებამ “მედროშის” შესყიდვის თაობაზე განცხადება გააკეთა.