ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი გეილ ენნ ჰერდი საქართველოში 15-23 სექტემბერს “ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია”-ს (Women in Film & Television – Caucasus) მოწვევით ჩამოვა.
პროდიუსერი საქართველოში ქვეყნის გაცნობის მიზნით ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადსხვა აქტივობები. ის გაეცნობა კინოწარმოებაში არსებულ ინფორმაციას და შეხვდება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს.
1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მას ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: The Terminator, Aliens, Armageddon, The Walking Dead, The Abyss და ა.შ.
გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.