ჰოლივუდის დიდების ხეივანში გილერმო დელ ტოროს ვარსკვლავი გაიხსნა

835

ჰოლივუდის დიდების ხეივანში კინო–რეჟისორ გილერმო დელ ტოროს ვარსკლავი გაიხსნა. რეჟისორმა ის მექსიკას და მსოფლიოს ემიგრანტებს მიუძღვნა.

“ჩემთვის, როგორც მექსიკელისთვის, ვარსკვლავის მიღება ჟესტია, ხოლო დღევანდელ დღეს მსგავსი ჟესტები ვერ იქნება ბანალური ან ჩვეულებრივი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რეაც ხდება ახლა, ამიტომ მინდა ვუთხრა ნებისმიერი ქვეყნის ემიგრანტებს სწამდეთ შანსის და არა სირთულეების”, – განაცხადა დელ ტორომ.