ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ქალი იუბილარია

609

მერილ სტრიპი დღეს 72 წლის გახდა! ის 1949 წლის 22 ივნისს, ნიუ ჯერსიში დაიბადა.

43 წლიანი კარიერის განმავლობაში 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მერილი კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი დაუვიწყარი როლების გამო 32-ჯერ იყო “ოქროს გლობუსზე” წარდგენილი, ხოლო მსახიობებისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯიდლოს ოსკარისთვის 22-ჯერ ნომინირებული. ამჯერად შემსრულებელს 8 “ოქროს გლობუსი” და აკადემიის 3 უმაღლესი ჯილდო “ოსკარი” აქვს. მერილის სასცენო დებიუტი თავდაპირველად Trelawny Of The Wells-ში შედგა, რომლისთვისაც Tony Awardsის ნომინაცია მიიღო, ხოლო სადებიუტო როლი ფილმში Julia 1977 წელს მიიღო.