ჰოლივუდში ჰონორარი გენდერული ნიშნით ნაწილდება?

609

როგორც ჰადერსფილდის, ვისკონსინისა და ლანკასტერის უნივერსიტეტის კვლევების შედეგები გვამცნობს, ჰოლივუდში ჰონორარები ქალებსა და მამაკაცებს შორის არასამართლიანად ნაწილდება.

1980-2015 წლებში 1343 ფილმში მონაწილე 246 მამაკაცისა და ქალის მონაცემების დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰონორარული სისტემა 1980 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

თუ ინდივიდუალურ ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ქალებს საშუალოდ 56%–ით ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს – ეს კი 2,2 მილიონი დოლარის ექვივალენტია თითოეულ ფილმზე.

გარკვეულ შემთხვევებში ეს სხვაობა 1,1 მილიონამდე იკლებს. აღსანიშნავია, რომ ექშენ ჟანრის ფილმებში მამაკაცებს 1,8 მილიონით მეტს უხდიან, ვიდრე ქალებს.