ერთადერთი ქართველი ქანთრი მუსიკოსის პირველი მუსიკალური ვიდეო

393

თბილისელი ქანთრი არტისტი შოთა ადამაშვილი პირველ ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს რეჟისორი ასევე ქართველი დამწყები პერსპექტიული რეჟისორი – თეა ვაწაძეა, რომლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “45” სულ ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სელექციაში იყო და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზეც საკმაოდ წარმატებულად მოგზაურობს. მასთან ერთად თანაავტორობდა და ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდა ვლადიკ რავიჩი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს საქართველოში და იღებს რეპორტაჟებსა და დოკუმენტურ ფილმებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ.