მარიამ კაპანაძის ანიმაცია კანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზეა წარდგენილი

419

ქართველი რეჟისორის, მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, სახელად მიტოვებული სოფელი ამჯერად კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინანტია.

„მიტოვებული სოფელი“-ს წარმატება ნამდვილად აღარ უკვირს ქართველ გულშემატკივარს რადგან მას მსოფლიო უკვე კარგად იცნობს. ის 3 კონტინენტსა და 15-ზე მეტ ქვეყანაშია ნაჩვენები.

2021 წლის განმავლობაში ანიმაციურმა ფილმმა გაიმარჯვა არა ერთ ნომინაციაში. კანადაში, ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში, ჩეხეთში ლიბერეცში გამართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ, ANIFILM-ზე და ბულგარეთში World Festival of Animated Film-ის კრიტიკოსები ჯილდოც დაიმსახურა. მიტოვებული სოფელი მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციური ფილმია, რომელიც კინოსტუდია კვალი XXI-ის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქართული ფილმი — აფხაზეთის მხარდაჭერით შეიქმნა.

ანიმაციური ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია, ხოლო დამდგმელი მხატვარი ირაკლი ტოკლიკიშვილი. 2021 წლის ბოლოს ანიმაციამ სარდინიის კინოფესტივალზე მანფრედო მანფრედის პრიზი ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი, რომელიც დაგაფიქრებს” მოიპოვა.