პოლ მაკ–კარტნიმ The Rolling Stones გააკრიტიკა

538

ბრიტანელი მუსიკოსი და ჯგუფ The Beatles-ის წევრი პოლ მაკ–კარტნი The New Yorker-თან ინტერვიუში კოლეგების თემას შეეხო. მისი აზრით, The Beatles მუსიკაში ბევრად ფართო დიაპაზონზე მუშაობდა, ვიდრე მიკ ჯაგერის კოლექტივი.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის თქმა ღირს, მაგრამ ისინი ქავერ–ბენდია. სხვა რა არის Stones?”, – აცხადებს მუსიკოსი.