„ტიკ-ტოკმა“ ჯენიფერ ლოპესიც ააცეკვა

943

ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ცნობილი თუ უცნობი სახეები „ტიკ-ტოკის“  მოტივებზე ცეკვის მოძრაობებს თავისებურად იმეორებენ.

გამონაკლისი არც მომღერალი ჯენიფერ ლოპესი აღმოჩნდა. ჯეი ლომ ჯიმი ფელონის შოუში მიიღო მონაწილეობა და ცეკვის ცნობილი მოძრაობები, სწორედ ამ შოუში შეასრულა.

დავალების პირობა ასეთი იყო, მას ცეკვის მოძრაობები ვიდეოს ერთხელ ნახვის შემდეგ უნდა გაემეორებინა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, თავად დარწმუნდებით, რომ არტისტს ეს შესანიშნავად გამოუვიდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია.