ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

202

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე FITUR მონაწილეობს.  

ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.

წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი.  

FITUR ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც  ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანიაა იღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენა 23 იანვარს დასრულდება.

„მიუხედავად პანდემიისა წელს საქართველო ძალია შთამბეჭდავი სტენდით არის წარმომადგენელი გამოფენაზე.   ჩვენ 11 კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობთ მადრიდის გამოფენაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ FITUR არის გამოფენა, რომელიც პანდემიის მიუხედავად ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი ევროპა და შესაბამისად დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვეძლევა პანდემიის პირობებში ძალიან სწორი და ეფექტური პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების.“ -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

„ გამოფენაზე ქართველებმა გამაცნეს საქართველოს ტურისტული ადგილები, ველური ბუნება, რომელიც ძალიან მომეწონა.  გავსინჯე   ქართული ღვინო, არაჩვეულებრივია. თქვენს ქვეყანაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მინდა ვიმოგზაურო..“- აცხადებს მანუელ გაბრერა.