თბილისის მეტრო 1 ივლისიდან ღამის 11 საათამდე იმუშავებს. მიზეზი მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა.
თბილისის მერის თქმით, 1 ივლისიდან იწყება მეტროში საგვირაბო განიავების და ვენტილაციის განახლება. ასევე განახლდება მეტროს ძალოვანი კაბელები, რომელიც გახსნის დღიდან არ შეცვლილა.
სამუშაოებისთვის 15 მლნ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა გამოყო.