10 ცნობილი ნახატი საიდუმლო კოდით

5923
  1. მონა ლიზა – ნამდვილი ფარული კოდი მის თვალებში
10-izvestnyh-kartin-so-skrytym-kodom-jjlx

ინტრიგას, როგორც წესი, მის იდუმალ ღიმილში ეძებენ. თუმცა, ნახატის მიკროსკოპის ქვეშ თვალიერებისას, იტალიელმა ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მონა ლიზას თვალებში შესაძლებელია მცირე ზომის ციფრებისა და ასოების დანახვა.

ექსპერტების თქმით, აღნიშნული ციფრები და ასოები „და ვინჩის კოდის“ გამოძახილია: მარჯვენა თვალში იკითხება ასოები LV, რაც სავსებით შესაძლებელია ლეონარდო და ვინჩის სახელს ნიშნავდეს, ხოლო მარცხენა თვალში არსებული სიმბოლოების ზუსტი ამოცნობა ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ნახატის უკანა მხარეს ჩანს ციფრები 149, ხოლო მეოთხე ციფრის ამოცნობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მონა ლიზას პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ 1490–იან წლებში დახატა.

2. საიდუმლო სერობა: მათემატიკური და ასტროლოგიური თავსატეხი, პლუს საიდუმლო ნოტები

s604x0-Cina-cea-de-taina

„საიდუმლო სერობა“ ბევრი ჰიპოთეზის და განხილვის საგანია. საინფორმაციო ტექნოლოგმა სლავისა პესჩიმ შექმნა საინტერესო ვიზუალური ეფექტი, რომლის წყალობითაც ნახატის სარკისებური ანარეკლის დანახვა გახდა შესაძლებელი. შედეგად მაგიდის ორივე კიდეში ორი ფიგურა გამოჩნდა, რომლებიც ძალიან ჰგვანან ტამპლიერებს, ხოლო იესოს გვერდით შესაძლებელია ქალის დანახვა, რომელსაც ხელში ჩვილი უჭირავს.

იტალიელი მუსიკოსის, ჯოვანი მარია პალას განცხადებით, ხელებისა და პურის განლაგება შეგვიძლია ნოტების სახით ამოვიკითხოთ. ხოლო თუ მათ მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხავთ, რაც ლეონარდო და ვინჩისთვის წერის ჩვეული მანერა გახლდათ, მუსიკალურ კომპოზიციას მივიღებთ. ვატიკანის მკვლევარმა, საბრინა სფორცა გალიციამ აღნიშნა, რომ შეძლო „საიდუმლო სერობაში“ არსებული მათემატიკური და ასტროლოგიური თავსატეხის ამოხსნა.  მისივე თქმით, ავტორმა 4006 წლის 21 მარტს დიდი წარღვნა იწინასწარმეტყველა.

3. ადამის შექმნა: ტვინის ფორმის მფრინავი ღმერთი

57133925-2496111237282917-4429994697310580300-n

მიქელანჯელოს ნახატი სახელად „ადამის შექმნა“, არამხოლოდ სიქსტეს კაპელის ყველაზე ცნობილი ნაწილია, არამედ კაცობრიობის შექმნის ლეგენდარული გამოსახულებაა.

ორიოდე ამერიკელი ნეიროანატომიის ექსპერტი თვლის, რომ მიქელანჯელომ უბრალოდ ანატომიური ილუსტრაციები შექმნა. ნახატზე შეგვიძლია ვიპოვოთ ტვინის ისეთი რთული კომპონენტები, როგორებიცაა ნათხემი, მხედველობითი ნერვები და ჰიპოფიზი. რაც შეეხება მწვანე ლენტს, რომელიც ღმერთს არტყია გარს, ის იდეალურად ემთხვევა ხერხემლის არტერიას.

4. სექსტეს კაპელა: ადამიანის ტვინის კიდევ ერთი გამოსახულება, ოღონდ ქვემოდან

a98643-sistine-chapel

ისევე როგორც „ადამის შექმნის“ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, სიქსტეს კაპელას საიდუმლო კოდით აღჭურვილი ღმერთის კიდევ ერთი გამოსახულება ამშვენებს.

მათ შეამჩნიეს, რომ ღმერთის კისერი და მკერდი, ანატომიურ უზუსტობებს შეიცავს. გარდა ამისა, როდესაც მარცხენა ქვედა კუთხიდან შუქი დანარჩენ ფიგურებს ხვდება, ღმერთის კისერი პირდაპირი სხივებითაა განათებული.

როდესაც ექსპერტებმა ღმერთის კისერი, ქვემოდან გადაღებულ ადამიანის ტვინის სურათს შეადარეს, დამტკიცდა, რომ ეს ორი იდენტური გამოსახულებაა. მათივე განმარტებით, ღმერთის ტანსაცმელზე დატანებული ქსოვილი, ადამიანის ზურგის ტვინის ანალოგია.

5. მადონა და წმინდა ჯოვანინო : ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

2dadank

გარდა იმისა, რომ ჩვილს ძალიან რელიეფური კუნთები აქვს, ყურადღებას წმინდა მარიამის მარცხენა მხართან არსებული მფრინავი ობიექტი იპყრობს. ეს დისკოს მსგავსი ობიექტია, რომელიც სავარაუდოდ ბრწყინავს. ის დომენკო გირლანდაიომ საკმაოდ დეტალურად დახატა, რათა მისი აღქმა მარტივი ყოფილიყო. ნახატის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ადამიანი, რომელსაც მარჯვენა ხელი თვალებთან აქვს მიტანილი, რაც ცხადჰყოფს, რომ ობიექტი ძლიერ კაშკაშებს.

6. ზაქარია წინასწარმეტყველი: ავტორიტეტული რელიგიური პირის შეურაცხყოფა

inext-p-Spa-ZACARIAS

რომის პაპს, იულიუს მეორესა და მიქელანჯელოს შორის უთანხმოება ბევრ წყაროშია აღბეჭდილი. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ მიქელანჯელომ ზაქარია წინასწარმეტყველის პორტრეტზე რომის პაპი გამოსახა, ხოლო უკანა ფონზე ორი ანგელოზი მას ჟესტით შეურაცხყოფას აყენებს.

7. დავითი და გოლიათი: კაბალის მისტიკური ნიშნები

goliath

სიქსტეს კაპელის ჭერზე გამოსახული ფიგურების სკანირებისას, ექსპერტებმა იპოვეს ფორმები, რომლებიც ებრაულ ასოებს ემთხვევა.

მაგალითად, დავითისა და გოლიათის ფიგურები ასო „გიმელს“ ქმნიან, რომელიც კაბალის ტრადიციით ძალას აღნიშნავს. ავტორები თვლიან, რომ მიქელანჯელო კარგად იყო გათვიცნობიერებული იუდაიზმში და მთელი სიქსტეს კაპელა, რომელიც იერუსალიმის წმინდა ტაძრის მსგავს პროპორციებშია აშენებული, ერთ დიდ შიფრს წარმოადგენს.

8. „ჰოლანდიური ანდაზები“: ნახატის სიუჟეტსი  112 ჰოლანდიური იდიომაა

2018-CKS-15496-0007-000-pieter-brueghel-the-younger-the-netherla

ნახატზე, რომლის ავტორიც პიტერ ბრეიგელ უფროსია, ჰოლანდიური ანდაზებია გამოსახული. აღნიშნული ნამუშევარი დაახლოებით 112 იდიომას მოიცავს. ზოგიერთი მათგანი კი დღემდე გამოიყენება.

9. „ვახშამი ემაუსში“: ქრისტიანებისთვის დუმილის კანონის აღიარება

1200px-1602-3-Caravaggio-Supper-at-Emmaus-National-Gallery-Lond

„ვახშამი ემაუსში“ კარავაჯოს მიერ იტალიური ბაროკოს სტილში შესრულებული ნახატია.

მასზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც იესო ორ მოციქულს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა. ნახატი უცნაურია იმ ფიგურების გამო, რომლებიც ბნელ ფონზე ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ასევე მასზე ვხედავთ ჩრდილს, რომელიც თევზს გვაგონებს, რაც შეიძლება ქრისტიანებისთვის დუმილის კანონის აღიარებაზე მიუთითებდეს.

10. ახალგაზრდა მოცარტის პორტერი:  მასონთა ნიშნები

20130206-MOZART-slide-PKUU-article-Large

რა თქმა უნდა, მასონები მხატვრობას გვერდს ვერ აუვლიდნენ. იმ ადამიანების პორტრეტები, რომლებიც ხელს მალავენ, შესაძლოა იერარქიის მანიშნებელი იყოს. მსგავსი პორტრეტების რიცხვშია ანტონიო ლორენცონის მიერ დახატული მოცარტის პორტრეტი.

წყარო