1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სომურში გაბრიელ ბონერ შანელი დაიბადა. სახელი კოკო მან სიმღერების Qui qu a vu Coco? და Ko Ko Ri Ko გამო დაირქვა.
1910 წელს მან ქალებისთვის ქუდების სამკერვალო გახსნა, ხოლო 1918 წელს კი უკვე მოდის სახლი დააარსა.
კოკო შანელმა გახადა ქალებს კორსეტი, ჩააცვა შარვალი და შექმნა რევოლუციური სუნამო. ჩვენ კი მის 10 წესს გაგაცნობთ.
- უფრთხილდით ორიგინალურობას – ქალთა მოდაში ორგინალურობას შეუძლია მასკარადი გამოიწვიოს.
- პატარა შავი კაბა – მუდამ კარგი გადაწყვეტილებაა.
- ფუფუნება უნდა იყოს კომფორტული, სხვაგვარად ეს ფუფუნება არაა.
- არ არსებობს ქალი, რომელსაც სადაფი არ უხდება.
- აქსესუარის არჩევისას, მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ.
- თუ ქალს კარგი ფეხსაცმელი აცვია, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად აცვია.
- შარვალი ქალს ათავისუფლებს.
- რაც უარესადაა ქალის საქმე, მით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს ის.
- ჩანთა მხარზე უნდა იყოს გადაკიდებული, რათა ხელები თავისუფალი იყოს.
- არაფერი აბერებს ქალს იმაზე მეტად, ვიდრე ზედმეტად მდიდრული ჩაცმულობა.