12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ.
ფესტივალზე გელოდებათ: ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური სახეობის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენები. ფესტივალი საღამოს 19:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.