პროექტი Tbilisi Classic Open Air იწყება, რომლის ფარგლებშიც კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.
სულ 2 კონცერტი ჩატარდება. პირველი კონცერტი 13 ივლისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა და პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.
მეორე კონცერტი კი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.